ზუგდიდში საერთაშორისო ტურნირი "კოლხეთი" კიკბოქსინგში პროფესიონალთა შორის პირველად ჩატარდა. რინგზე ერთმანეთს ირანის, სომხეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს სპორტსმენები შეეჯიბრნენ.
შეჯიბრის პირველ ეტაპზე გამარჯვება ზუგდიდელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს: 60 კგ წონით კატეგორიაში ჯანო ფარცვანიამ ნოკაუტით აზერბაიჯანის წარმომადგენელს პირველ რაუნდშივე მოუგო, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე რაუნდში, ასევე ნოკაუტით, მეტოქე დავით წყაროზიამ დაამარცხა. იმავე კატეგორიის ბრძოლაში გამარჯვება გიორგი ხუფენიამ მოიპოვა. მან მეორე რაუნდში სძლია მეტოქეს .დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს 70 კგ წონით კატეგორიაში თამაზ იზორიამ და რომეო გაბლაიამ.
ტურნირი ზუგდიდში სამ თვეში ერთხელ გაიმართება და ბოლო - მეოთხე ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებულები (65 და 70 კგ წონით კატეგორიაში), ქამრით და ფულადი პრიზით 5 000 ლარით დაჯილდოვდებიან. მომდევნო ეტაპი იანვარში შედგება.
მასალის გამოყენების პირობები