სპორტი
ზუგდიდის „ზუგდიდი“ მეოთხედ ფინალში ითამაშებს
დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე საფეხბურთო კლუბმა ზუგდიდის „ზუგდიდი“ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს გორის „დილას“ უმასპინძლა. დღევანდელი მატჩი გორის "დილას" გამარჯვებით - 0:1 დამთავრდა. მიუხედავად ამისა, ს/კ "ზუგდიდმა" მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. პირველი მატჩი "ზუგდიდმა" გორში მასპინძელი გუნდი 1:2 დაამარცხა. "ზუგდიდმა" ორი მატჩის ჯამში, სტუმრად გატანილი ორი გოლის წყალობით თასის მეოთხედ ფინალში გააღწია. „აქცენტი ადგილობრივ და 1997- 1998 წელს დაბადებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთეთ და პროგრესიც სახეზეა. ამ ბავშვებს ცოტა გამოცდილება უნდათ და ისინი მზად იქნებიან მაღალ დონეზე ითამაშონ. სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე ვართ, მაგრამ მე მჯერა და მწამს, რომ ყველაფერი გამოკეთდება“, - თქვა რადიო „ათინათთან“ საუბარში კლუბის ხელმძღვანელმა გელა ინალიშვილმა. 1/4 ფინალის საგზურები თბილისის "დინამომ", ქუთაისის "ტოპრედომ", ქობულეთის "შუქურამ", "სამტრედიამ", "ვიტ ჯორჯიამ", ბოლნისის "სიონმა" და "ზუგდიდმა" მოიპოვეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.