საქართველო-რუმინეთის მატჩი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 38:9
დასრულდა.
"ბორჯღალოსნებმა" ევროპის ერთა თასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასიც
მოიპოვეს, რომელიც მხოლოდ ამ ორ ნაკრებს შორის თამაშდება.
თამაშში ანტონ ფეიქრიშვილმა და გიორგი ფრუიძემ ორ-ორი ლელო გაიტანეს,
თითო სანდრო თოდუამ და კარლენ ასეიშვილმა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ
მამუკა გორგოძე დასახელდა, შეხვედრა რუმინეთში გუშინ გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები