„ზუგდიდის“ ყოფილ ფეხბურთელებს მერია დავალიანებას აუნაზღაურებს
საფეხბურთო კლუბის ზუგდიდის „ზუგდიდი“ ყოფილ ფეხბურთელებს ქალაქის
მერია დავალიანებას აუნაზღაურებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
კლუბის ყოფილმა ფეხბურთელებმა შუამდგომლობის თხოვნით საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს. რის შემდეგ, მათი მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად, კლუბის ხელმძღვანელობამ მერიას მიმართა.
„ყოფილი ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც გუნდში 2015 წლის მაისამდე
თამაშობდნენ, 1 თვის დავალიანება გვქონდა. ამის ასანაზღაურებელი თანხა
კლუბს გააჩნია, რადგან ჩვენი ბიუჯეტი ფედერაციის ერთიან ფონდშია
მოქცეული და იქიდან გასული წლის დავალიანების დაფარვა ვერ მოხდებოდა“,
- აღნიშნა რადიო „ათინათთან“ საუბარში კლუბის დირექტორმა გელა
ინალიშვილმა.
საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე წელს ბიუჯეტში კლუბისთვის 1 მილიონ 200 ათასზე მეტია
გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები