საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" უკრაინელმა მწვრთნელმა იური ბაკალოვმა
გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
მიზეზები არ სახელდება, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ყოფილი
მწვრთნელი კლუბის შედეგებით უკმაყოფილოა. დღეს, უკრაინელი სპეციალისტი
ფეხბურთელებს დაემშვიდობა.
"არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწრთვნელმა საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის"
გუნდი იანვრის შუა რიცხებში ოფიციალურად ჩაიბარა. კლუბის
ხელმძღვანელობასა და იური ბაკალოვს შორის კოტრაქტი მიმდინარე წლის
ივნისამდე იყო გაფორმებული.
იური ბაკალოვი 2007 წლიდან კიევის "არსენალის" ახალგაზრდული გუნდის
მწვრთნელი იყო.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები