თურქეთში შეკრებაზე მყოფი საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" პირველ
საკონტროლო მატჩს,
თურქმენეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე, "აშხაბადთან" გამართავს.
შეხვედრა თურქეთის დროით 17:00 საათზე, ხოლო საქართველოს დროით -
18:00 საათზე დაიწყება.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მეზობელ ქვეყანაში განვითარებული
მოვლენების მიუხედავად, გუნდი სამთო-საკურორტო ქალაქ კარტეპეში
უსაფრთხოდ იმყოფება, სადაც 12 დღიან შეკრებას გადის.
ინფორმაციისთვის, "აშხაბადი" 2006 წელს შეიქმნა, თუმცა თურქმენეთის
საფეხბურთო ნაციონალურ ჩემპიონატზე კლუბმა გამარჯვება ორჯერ მოიპოვა,
ხოლო ერთხელ, სუპერთასსაც დაეუფლა. 2015 წელს კი აღნიშნული კლუბი
მესამე ადგილზე გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები