საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" დირექტორის
გელა ინალიშვილის ინფორმაციით,
მათ რეალური ინვესტორი გამოუჩნდათ. მისივე თქმით, კლუბით უკრაინელები
დაინტერესდნენ და იგეგმება მისი გარკვეული წილის გასხვისება.
"პრინციპში, შეთანხმება მიღწეულია. კანონის ფარგლებში მიმდინარეობს
საკითხის მოგვარება. დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება
ცნობილი", - უთხრა რადიო "ათინათს" გელა ინალიშვილმა.
"ზუგდიდი" ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს
ბიუჯეტში კლუბისთვის 1 მილიონ 200 ათასზე მეტი ლარია
გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები