კარატეს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულ სამეგრელოს გუნდს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი შეხვდა. ლევან შონიამ
გამარჯვებულებს
მიულოცა და წარმატებები უსურა.
"რეგიონში დაწყებულია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჩვენ
ვიწყებთ სპორტის სასახლეების მშენებლობებს მუნიციპალიტეტებში, უახლოეს
დროში ეს პროცესი იწყება ხობში,“ - განაცხადა სპორტსმენებთან
შეხვედრაზე მან.
შეხვედრას, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი
მამუკა ყურაშვილი, ტურნირის გამარჯვებულები და მათი მწვრთნელები
ესწრებოდნენ.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ყურაშვილმა ტურნირის
მხარდაჭერისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს მადლობა
გადაუხადა და სიგელი გადასცა. კარატეს ფედერაციამ კი ლევან შონიას
მესამე დანი მიანიჭა.
საერთშორისო ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან
შონიას ინიციატივით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
მასში მონაწილეობა ჩეხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის ყაზახეთის, ირანის
სომხეთის, რუსეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.
გუნდური შეჯიბრებები ორ ასაკობრივ ჯგუფში 8-დან 13 წლამდე და 14-დან
18 წლამდე გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები