უკრაინელი სპონსორები საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს’’ დააფინანსებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიიის ხელმძღვანელებსა და კლუბის
წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ქალაქ ზუგდიდის მერმა,
საფეხბურთო კლუბის ,,ზუგდიდის" საპატიო პრეზიდენტმა, ირაკლი გოგოხიამ
და ს.კ. ,,ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტმა, სვიატოსლავ
სიროტამ კონტრაქტს ოფიციალურად ხელი მოაწერეს.
კონტრაქტის გაფორმებას, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის
მოადგილე კობა ჯიქია და საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი ლევან
გულორდავაც დაესწრნენ.
ცნობისთვის, ს.კ. ,,ზუგდიდი"-ს 51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი
სპონსორები არიან, ხოლო 49%-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
განაგებს.
მასალის გამოყენების პირობები