საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "ზუგდიდი" საქართველოს დ.ყიფიანის სახელობის
თასსზე ვანის "სულორთან" 0:1 დამარცხდა და შესაბამისად გათამაშებას
გამოეთიშა. შეხვედრა ქალაქ ვანში 23 აგვისტოს გაიმართა.
"ზუგდიდის" ადმინისტრაციაში, კლუბის წაგებას სამწუხაროს და
არასასასიამოვნო ფაქტს უწოდებენ.
"უკრაინელებმა ახალი ფეხბურთელები ჩამოიყვანეს და ახლა მიმდინარეობს
შეგუების პროცესი, ეს ფეხბურთია... ნამდვილად სამწუხაროა, არ უნდა
წაგვეგო. თამაშის შემდეგ გულშემატკივრებსაც შევხვდით, ვისაუბრეთ...
რაღაც გამოსასწორებელია. მართლა მრცხვენია ასე რომ მოხდა", -
უთხრა რადიო "ათინათს" კლუბის გენერალურმა დირექტორმა გელა
ინალიშვილმა.
"ზუგდიდი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩს 27
აგვისტოს, "ზედაეწერის" სტადიონზე, ბათუმის "დინამოსთან"
გამართავს.
ცნობისთვის, გასულ კვირას კლუბის 51% წილის მეპატრონე უკრაინელი
ინვესტორები გახდნენ. ამის შემდეგ, შეიცვალა გუნდის მთავარი მწვრთნელი
ოთარ გაბელია და მის ნაცვლად კლუბი უკრაინელმა ვლადიმერ ლიუტიმ
ჩაიბარა.
ინვესტორებს გუნდი მმართვის უფლებით გადაეცათ. კლუბის დანარჩენი წილი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში რჩება.
მასალის გამოყენების პირობები