სპორტი
პრინციპულ მატჩში პრინციპული უარი?! - "ზუგდიდი" ფედერაციას პასუხობს
ზუგდიდის "ზუგდიდს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ოფიციალური წერილი მოუვიდა, რომლის მიხედვით, კლუბს ზედა ეწერის სტადიონზე თამაშის საშუალება არ ეძლევა.

ფედერაციას არგუმენტად მოჰყავს ის, რომ მინდვრის საფარი არ შეესაბამება უმაღლესი ლიგის სტანდარტებს. ოფიციალურ წერილში მითითებულია, რომ კლუბმა 4 ნოემბრამდე უნდა დაასახელოს ალტერნატიული სტადიონი, სადაც "ზუგდიდი" საშინაო მატჩებს ჩაატარებს.



გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ აფაქიძე რადიო "ათინათთან" აცხადებს, რომ "სიონთან" მატჩი უმნიშვნელოვანესია.

"სწორედ ამ თამაშზეა დამოკიდებული ქალაქში ფეხბურთის ბედი. გუნდი და ფეხბურთელები ვაპირებთ, რომ ხვალ გავაგზავნოთ ფედერაციაში წერილი, ჩამოვიდეს შესაბამისი ორგანო და შეამოწმოს, არის თუ არა სტადიონი მზად მატჩის გასამართად. უსამართლობა იქნება, თუკი ფედერაცია გულშემატკივრებს წაართმევს შესაძლებლობას, გვერდში დაუდგეს საკუთარ გუნდს. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ", - ამბობს აფაქიძე.

ამასთან დაკავშირებით ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კლუბმა "ზუგდიდი" წერილი გამოაქვეყა.

"გარდამავალი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ფინიშის სწორს, დაძაბულობა რომ მოიმატებდა, ეს მოსალოდნელიც იყო. ს.კ. „ზუგდიდის“-ს ირგვლივ დატრიალებულ ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა, კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად, გადადგეს პრინციპული ნაბიჯი, გაითვალისწინეს რა, ქალაქის, გულშემატკივრების და ზუგდიდის საფეხბურთო გუნდის მომავლის ინტერესები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატჩის ჩასატარებლად (ზუგდიდი-სიონი), ერთობლივი ძალისხმევით და საბრძოლო მოტივაციით მინდორზე გასულიყვნენ... ბუნებრივია, არავის აქვს ილუზია, რომ „ზედა ეწერი“-ს სტადიონი, სრულყოფილია და სტანდარტებს ბოლომდე აკმაყოფილებს, მაგრამ დღემდე ჩატარებული თითოეული მატჩის შედეგად არაერთი მადლობა მიგვიღია, სფფ-ს წარმომადგენლებისგან, ოფიციალური შეხვედრების სრულყოფილად და ორგანიზებულად ჩატარებისთვის... თვალნათელია, რომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და ასეთ დროს, უარი საკუთარ სტადიონზე, საკუთარი ქომაგების წინაშე მატჩის გამართვაზე, დაძაბულობას კიდევ უფრო ქმნის", - ნათქვამია განცხადებაში.







ცნობისთვის, 5 ნოემბერს ზუგდიდის "ზუგდიდსა" და ბოლნისის "სიონს" შორის ეროვნული ჩემპიონატის მატჩია დაგეგმილი. ორივე გუნდს ერთნაირი ქულები აქვს და სწორედ ეს თამაშია გადამწყვეტი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.