"გოლდენ სტეიტის" ცენტრ-მოთამაშე ზაზა ფაჩულია
NBA ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა.
გულშემატკივართა 1 528 941 ხმით, იგი დასავლეთის
ფორვარდთა შორის, მე-2 ადგილზე გავიდა. თუმცა, მხოლოდ გულშემატკივართა
ხმები "ყველა ვარსკლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი არ
იყო. დღეს გამოქვეყნებულ შედეგებში გულშემატკივრებთან ერთად,
კალათბურთელთა და მედიის ხმებიც დაითვალეს, რის შედეგადაც ფაჩულია
მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები
ასეთია: აღმოსავლეთი კონფერენცია - კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი,
ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი. დასავლეთი
კონფერენცია - ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი
ლეონარდი, ენტონი დევისი.
"ALL
STAR" მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ
კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ.
დასავლეთის გუნდს ზაზას უშუალო მწვრთნელი, "გოლდენ სტეიტის" თავკაცი
სტივ კერი გაწვრთნის და ახლა მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა
ქართველი "ოლ სტარში".
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები