26 თებერვალს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის
სტადიონზე საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა.
ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის
მოქმედი ჩემპიონი „სამტრედია“ და დავით ყიფიანის
სახელობის საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის
„ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა "სამტრედიის''
გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ტორპედოელებმა მე-17 წუთზე შეძლეს,
სამტრედიელებმა კი გათანაბრება 28-ე წუთზე მოახერხეს. ტორპედოელებმა
მეორე ბურთი გაიტანეს, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა.
მეორე ტაიმში 58-ე წუთზე კი გოლი სამტრედიელებმა გაიტანეს.
გიორგი ბერიაშვილის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და
გია ცეცაძის გუნდი სუპერთასის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ" პირველად მოიპოვა სუპერთასი.
მასალის გამოყენების პირობები