სამტრედიის იპოდრომზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ
ამხანაგურ ტურნირში საცხენოსნო კლუბმა
„ხარება“ წარმატებულად იასპარეზა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან
ჩამოსული მხედრები ერთმანეთს ცხენოსნობის ტრადიციულ სახეობებში
შეეჯიბრნენ. „ხარებიდან“ წარმოდგენილი ოთხი ცხენოსნიდან ორმა -
პირველი, ორმა კი მეორე საპრიზო დაიკავა. 2400 მეტრიან დისტანციაზე 1
ადგილი კლუბს ცხენმა - ფაზისმა მოუტანა.
ფოტო: საცხენოსნო კლუბი
"ხარება"
„ხარების“ ცხენოსანმა მოიპოვა პირველი ადგილი დოღის 1200 მეტრიან
გარბენშიც.
ფოტო: საცხენოსნო კლუბი
"ხარება"
კლუბის დამფუძნებლის მამა იაკობ ეხვაიას თქმით, მისი სურვილი ზუგდიდში
მივიწყებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენაა. ის იმედს გამოთქვამს
რომ მომავალში საცხენოსნო შეჯიბრებებს ჩვენი ქალაქიც
უმასპინძლებს.
ფოტო: საცხენოსნო კლუბი
"ხარება"
ამავე თემაზე:
ზუგდიდის
საცხენოსნო კლუბი საქართველოს ჩემპიონია (ვიდეო)
ზუგდიდის საცხენოსნო
კლუბი საქართველოს პირველობისთვის იბრძვის (ვიდეო)
საცხენოსნო კლუბ
"ხარების" მორიგი წარმატება (ვიდეო)
პირველი კვიცი
საცხენოსნო კლუბ ხარებაში (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები