საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია(სფფ) საფეხბურთო ეთიკის კოდესსა და ეთიკის კომიტეტს აყალიბებს.
ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. ეთიკის კოდექსი და კომიტეტი საფეხბურთო კლუბებს შორის დავების გადასაჭრელად და საჭიროების შემთხვევაში, სანქციების განსაზღვრის მიზნით იქმნება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, ეთიკის კოდექსი შეიქმნება უეფას ეთიკის კოდექსის გათვალისწინებით. მის განსაზღვრაზე მუშაობას უკვე დღეიდან ფედერაციის იურიდიული კომიტეტი დაიწყებს და 1 ივლისს კოდექსი უკვე ძალაში შევა.
1 ივლისს ასევე ამოქმდედება ეთიკის კომეტიტეტი და ეთიკის კოდექსის გათვალისწინებით, დღეისთვის არსებული დავების განხილვას შეუდგება.
კომიტეტის პირველი განსახილველი საკითხი იქნება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტის ილია კოკაიას განცხადებები, რომელიც მატჩების გარიგების თემას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები