ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას საცხოვებელი სახლთან მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. ინიციატივა ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის.
მემორიალური დაფის გაქვს დარასელიას დაბადები დღეს დაემთხვა. ფედერაციის ინფორმაციით, დაფის გახსნის ცერემონიას სფფ-სს ხელმძღვანელებთან ერთად, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ქართული სპორტის გამოჩენილი მოღვაწეები დაესწრნენ.
დღეს თბილისში ვიტალი დარასელიას სახლთან შეკრებილებმა ლეგენდარული ქართველი ნახევარმცველის საფეხბურთო მოღვაწეობის წლები და მისი წარმატებები გაიხსენეს.
„ეს ერთგვარი დაფასებაა ამ ლეგენდარული ფეხბურთელის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პატივისცემა გამოვხატეთ და ადამიანებს ეცოდინებათ, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ის ლეგენდარული ადამიანი, რომელიც ქართულ ფეხბურთს წარმოადგენს, არა მხოლოდ იმ მთავარი გატანილი გოლისა და გამარჯვების გამო, რომლითაც დღემდე ვამაყობთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში, რითაც ძალიან ვამაყობთ და გვიხარია", - თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
სწორედ ვიტალი დარასელიამ გაიტანა 1981 წელს, უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალურ მატჩში,გამარჯვების გოლი "დინამოს" შემადგენლობაში.
ოჩამჩირეში დაბადებული ფეხბურთელი 25 წლის ასაკში, 1982 წლის 13 დეკემბერს ავტოკატასრტოფაში ტრაგიკულად დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები