საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ ორი ახალწვეული ირაკლი კლიმიაშვილი და ლევან ბაკურაძე დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბი ავრცელებს. საფეხბურთო გუნდის ადმინისტრაციის
ცნობით, ირაკლი კლიმიაშვილი წლების განმავლობაში არაერთ ქართულ და უცხოურ კლუბში თამაშობდა, ბოლო სეზონი კი „რუსთავში“ გაატარა.
რაც შეეხება მეორე ნახევარმცველ ლევან ბაკურაძეს, „ზუგდიდის“ ინფორმაციით, მასაც ეროვნულ ჩემპიონატში დიდი გამოცდილება აქვს, ბოლო სეზონი კი ჩოხატაურის „ბახმაროს“ რიგებში გაატარა.
საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ თებერვლის დასაწყისში კიდევ ორ საკონტროლო მატჩს გამართავს, რის შემდეგაც ორჯერად ვარჯიშებზე გადავა. ამავე ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელთან, რომლებიც შესაძლოა ზუგდიდელთა რიგებს, შეკრებამდე შეუერთდეს.
მასალის გამოყენების პირობები