11 წლის აფხაზეთიდან დევნილ ფეხბურთელს მოპედი და საწვავი გადასცეს
აფხაზეთიდან დევნილ 11 წლის ფეხბურთელს დიტო ოკუჯავას, რომელიც 3 წელია, თითქმის ყოველ დღე, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ გაგიდიდან ზუგდიდამდე
და უკან 90 კილომეტრს მოპედით დედასთან ერთად გადის, ბიზნესმენმა გიორგი დევაძემ საჩუქრად მოპედი და 300 ლიტრი საწვავი აჩუქა. ოკუჯავა ზუგდიდში „ბაიას“ საფეხბურთო საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს და მოპედის მწყობრიდან გამოსვლის გამო მიმოსვლა შეუფერხდა.
ბიზნესმენის საჩუქარი მოზარდ ფეხბურთელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები