ზუგდიდელმა სპორტსმენმა ირაკლი ჩხეიძემ, ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 169 კილოგრამი აიტაცა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე წარმატებით კიდევ ერთმა ზუგდიდელმა სპორტსმენმა გოგა ჩხაიძემ იასპარეზა და ძალოსანთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მედლები შემატა.
გოგა ჩხაიძემ 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკვრაში 169 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 308 კილოგრამით კი ბრინჯაო დაისაკუთრა. გარდა ამისა, ატაცში მესამე მისვლაზე 139 კილოგრამის დამორჩილებით 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი დაამყარა.
მასალის გამოყენების პირობები