პროფესიონალმა ქართველმა მოკრივემ, მესტიელმა ლაშა გურგულიანმა W B F Super Welterweight კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩემპიონატი,
რომლის ფინალში მისი მეტოქე ბერძნული წარმოშობის ეგვიპტელი სნდრეას ვალანისი იყო, ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გაიმართა.
„მიხარია, რომ 26 მაისის ზეიმს დაემთხვა ჩემი წარმატება და ამ გამარჯვებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ხალხს და ქართული კრივის ქომაგებს ვუძღვნი“, – აღნიშნა ჩემპიონმა.
მასალის გამოყენების პირობები