ზუგდიდის საცხენოსნო კლუბმა
“ხარებამ“ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ შეჯიბრებაში 5 სხვადასხვა კატეგორიაში იასპარეზა და მათგან 4-ში გაიმარჯვა.
სპორტული ღონისძიება სამტრედიის იპოდრომზე გაიმართა. კლუბის მხედრებმა 4 კატეგორიაში - პირველი, ერთში კი მეორე ადგილი მოიპოვეს.
სადოღე შეჯიბრება უფროს, საშუალო და უმცროსი სუფთა სისხლისა და შერეული სისხლის ცხენებში 5 სხვადასხვა დისტანციაზე მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები