ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე მოასპარეზე ზუგდიდელმა მოჭადრაკე მართა სორდიამ ელვისებურ ჭადრაკში 9 წლამდე გოგონათა შორის 7 შესაძლებლობიდან 5 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, რუმინეთის კურორტ მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატის პარარელურად 4 ივნისს გაიმართა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში 7, 9, 11, 13, 15 და 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
მართა სორდიას დიმიტრი კვარაცხელია წვრთნის.
მასალის გამოყენების პირობები