ზუგდიდში ველომარათონი გაიმართა, რომელმაც სტარტი ბარამიას ქუჩიდან აიღო და ანაკლიაში დასრულდა.
ღონისძიების ორგანიზატორის ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროპის ენერგეტიკის კვირეულს და მდგრადი ენერგეტიკის დღის აღნიშვნა სიმბოლურად ველომარათონს დაუკავშირა.
ველომარათონში 50-დე ველომრბოლელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ მონაწილეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ველოსპორტის განვითარებაა.
მასალის გამოყენების პირობები