ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
პირველ სეტში ბასილაშვილმა ანდრეი რუბლიოვი 7:5 დაამარცხა, მეორე სეტში კი 4:6 დამარცხდა, ხოლო მესამე სეტში მეტოქე 6:3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ჰამბურგის შეჯიბრი ზედიზედ ორჯერ ბოლოს როჯერ ფედერერს ჰქონდა მოგებული.
მასალის გამოყენების პირობები