2008 წლის აგვისტოს ომის 11-ე წლისთავთან დაკავშირებით ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის თბილისში საფეხბურთო ტურნირი დაიწყო.
მასში საქართველოსა და აზერბაიჯანის გუნდები მონაწილეობენ. როგორც რადიო
„ათინათს“ ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ჩიხლაძემ უთხრა, ტურნირი რუსეთ-საქართველოს შორის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. შეჯიბრში, რომელიც 7 აგვისტოს გორში დასრულდება, მონაწილეობს ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდიც.
„ტურნირში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 6 და აზერბაიჯანის 1 გუნდი მონაწილეობს. ფინალური შეხვედრა 7 აგვისტოს ქალაქ გორში გაიმართება. ქართული გუნდები, ძირითადად, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურებითაა დაკომპლექტებული. გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი. პირველ ადგილზე გასულს გუნდს გადაეცემა ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი“, - ამბობს ჩიხლაძე.
აღნიშნული ტურნირი 2016 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით იმართება.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი საქართველოს პირველობისთვის იბრძვის (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები