ბაკურიანში სათხილამურო შეჯიბრზე სვანეთის გუნდმა 7 საპრიზო ადგილი მოიპოვა
ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ორგანიზებით, ბაკურიანის ბავშვთა თასის სათხილამურო შეჯიბრზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში 7 საპრიზო ადგილი მოიპოვა სვანეთის სათხილამურო გუნდმა.
სვანეთის გუნდის მოთხილამურეები, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს არიან: კახუნა გოშთელიანი 2 ოქრო (SL/GS_U12), ირაკლი ხერგიანი 1 ოქრო (GS_U14) გიორგი ჯაფარიძე 1 ვერცხლი (SL_U14), ნინი ფალიანი 1 ბრინჯაო (SL_U14), იასე ვეზდენი 1 ბრინჯაო (SL_U16) და გოგა გულედანი 1 ბრინჯაო (GS_U16)
ბაკურიანის ბავშვთა თასის სათხილამურო შეჯიბრზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ U12, U14 და U16 ათლეტები თბილისის, სვანეთის, ბაკურიანის და აჭარის გუნდებიდან.
მასალის გამოყენების პირობები