ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ქართველმა ძიუდოისტმა ბრაზილიაში მიმდინარე ჩემპიონატზე გადამწყვეტი ორთაბრძოლა ფრანგ ლუის პიეტრისთან ქულებით წააგო.
რიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭრიკიშვილი ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც მედლის მოპოვება შეძლო.
დღეს ბრაზილიაში საუკეთესო ძიუდოისტები 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით უძლიერესის ტიტულისთვის ვარლამ ლიპარტელიანი იბრძოლებს.
მასალის გამოყენების პირობები