საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში საქალაქო სამსახურებისა და ფეხბურთის ფედერაციის წამომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. მატჩის დაწყების დროის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ 6 სექტემბრის ღამეს თბილისის მეტრო გაახანგრძლივებს სამუშაო დროს და მოქალაქეებს 01:30 საათამდე მოემსახურება.
საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებები „დინამო არენაზე“ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 22:15 საათზე გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები