ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა. ყველაზე მეტი გოლი "დინამო თბილისისა" და მარტვილის "მერანის" დაპირისპირებაში გავიდა. დუშან უჰრინის გუნდმა მეტოქეს 4:2 სძლია და ჩემპიონატს 16 ქულით ლიდერობს.ტურის ბოლო მატჩი დღეს ქუთაისში შედგება. "ტორპედოს" მეტოქე თბილისის "ვიტ ჯორჯია" იქნება.
მასალის გამოყენების პირობები