სამეგრელოდან ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს
წალენჯიხიდან ერთი პირი წუხელ საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს.
როგორც რადიო „ათინათს“ საზოგადობრივი ჯანდაცვის" ხელმძღვანელმა უთხრა, პაციენტი თვითიზოლაციის წესებს არღვევდა და არ ითვალისწინებდა იმ რეკომენდაციებს, რაც მასზე გაიცა. ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, სამეგრელოში იძულებით კარანტინში გადაყვანის სხვა ფაქტები არ ფიქსირდება.
„მას არ აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშნები, თუმცა არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. სამეგრელოში რეგისტრირებული კიდევ შვიდი ადამიანი იმყოფება კარანტინში, თუმცა ისინი პირდაპირ აეროპორტიდან გადაიყვანეს “, - ამბობს ნანა ოდიშარია.
ამ დროისთვის თვითიზოლაციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით 95-მდე პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები