სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 95-მდე პირი იმყოფება.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ მერიის "საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელმა უთხრა.
ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ზუგდიდში 20 ადამიანი იმყოფება, აბაშაში - 6, წალენჯიხაში - 14, ხობში - 8, სენაკში - 13, მარტვილში - 8, ჩხოროწყუში - 6, ფოთში- 17 და მესტიაში 1 პირი. ამავე ცნობით, საკარანტინო ზონაში 7 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, ერთი იძულებით
გადაიყვანეს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 35 ადამიანს
დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები