კორონავირუსი
მგზავრები: ზუგდიდის "მარშრუტკიდან“ მამაკაცი გაიქცა, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო
მგზავრების ინფორმაციით, თბილისი - ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსიდან გაიქცა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, პოლონეთიდან ჩამოვიდა. მათივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ამბობდა, რომ ის 14 დღე უნდა ყოფილიყო თვითიზოლაციაში, ხოლო სამარშრუტო ტაქსი მას შემდეგ დატოვა, რაც მგზავრებმა მისი იქ ყოფნა გააპროტესტეს.

„ამოსული იყო მგზავრი, რომელიც ამბობდა, რომ პოლონეთიდან იყო ჩამოსული. კარანტინში მივდივარო, 14 დღე უნდა ვიყო სახლშიო. ტელეფონში უყვებოდა ახლობელს. არც პირბადე ეკეთა, არც არაფერი. პანიკაში ჩავვარდით. ზუგდიდელი ვარო, ინგირიდან. ღმერთმა იცის საიდან იყო. ჩვენ ჩვენს სახლებში მივდივართ, დედაჩემი უნდა მენახა, მაგრამ აწი სადმე წავალ ცალკე. ნორმალური ადამიანი ასეთ რაღაცას არ იტყოდა. აქ ქალებმა დარეკეს პოლიციაში და ეძებენ ახლა. ეს უნდა გაკონტროლდეს, ასე არ შეიძლება, უკვე ყველას გვეშინია“, - უთხრეს რადიო "ათინათს" მგზავრებმა.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გორის გადასახვევთან ჩამოვიდა. ფაქტზე შს სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.