საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამ დროისთვის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პირი იმყოფება. კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი. დადასტურებული 40 შემთხვევიდან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან გაწერეს.
მასალის გამოყენების პირობები