საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს.
შესაბამისი განცხადება პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული.
მასალის გამოყენების პირობები