სოხუმში მოსკოვიდან ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის საჭირო ტესტები ჩაიტანეს,
წერს "აბხაზია ინფორმი". ამავე ცნობით, მასალა "როსპოტრებნადზორის" ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრმა, "ვექტორმა" შეიმუშავა.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევები მხოლოდ სპეციალსტების დანიშნულებით, იმ პაციენტებს ჩაუტარდება, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს ვირუსისთვის დამახასიათებელი მწვავე სიმტომებით მიმართავენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე აფხაზეთში კორონავისუსის არცერთი შემთვევა არ დაფიქსირებულა.
მასალის გამოყენების პირობები