ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
სამეგრელოს რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის"დირექტორმა ნანა ოდიშარიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციის რეჟიმში სულ 266 პირი რჩება, საკარანტინო ზონაში კი 29 მოქალაქეა მოთავსებული.
"დღევანდელი მონაცემებით 266 პირი რჩება თვითიზოლაციაში. მოიხსნა 47, რომელსაც დაუმთავრდა აღნიშნული პერიოდი. საკარანტინო ზოლში კი 29 პიროვნება იმყოფება, რომელთაგან 3 გადაყვანილი იქნა რეგიონიდან თბილისში. ზოგი მათგანი არღვევდა თვითიზოლაციის პირობებს, ნაწილს კი არ ჰქონდა შესაბამისი პირობები ოჯახებში. არც ერთი შემთხვევა რეგიონში კორონავირუსის არ გამოვლენილა", - ამბობს ოდიშარია.
მისივე თქმით, მოცემულობის შენასარჩუნებლად აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება.
საქართველოში დღევანდელი მონაცემებით ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებული ერთი მოქალაქეა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები