ახალი ამბები
მღვდელი დიმიტრი ვეკუა: მრევლს სულიერად ონლაინ დავაპურებთ
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მთავრობის მიერ დაწესებულ საგანგებო რეჟიმს გამოეხმაურა. სასულიერო პირმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში წუხილი გამოთქვა, რომ მსოფლიო პანდემია და მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულები დაემთხვა.

„უახლესი ეკლესიის ისტორიისთვის ამ რეჟიმში ცხოვრება და თავისი მისიის აღსრულება ძალიან უცხოა და მე ვფიქრობ, ეკლესია, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, სავარაუდოდ შეზღუდავს საზოგადო მსახურებებს ტაძრებში. ალბათ საგანგებოდ ისევ შეიკრიბება წმიდა სინოდი ან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მალე გვექნება რეკომენდაციები და მითითებები უკვე უშუალოდ ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოსგან. საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ეკლესიაში, მაქსიმუმ ათი ადამიანი დაესწრება მსახურებას. რაც შეეხება ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარს, სადაც ვმსახურობ, აქ შვიდი ადამიანი მხოლოდ კლირიკოსი ვართ. ამ დროისთვის უცნობია თუ რა პრინციპით განისაზღვრება და რომელი ათი ადამიანი დაესწრება მსახურებას ან რა ნიშნით უნდა აარჩიოს ამა თუ იმ სამრევლომ ლიტურგიაში მონაწილე ადამიანები. სამწუხარო ის გახლავთ, რომ მსოფლიო პანდემია წმინდა და მაცხოვნებელ დიდმარხვას დაემთხვა, სადაც საინტერესო, ლამაზი და ლიტურგიკულად განსხვავებული ხარების, ბზობისა და აღდგომის მსახურებები ტარდება და კიდევ უფრო სამწუხარო იქნება თუ მასში მრევლის წევრები ვერ შეძლებენ მონაწილეობასა და წმინდა ზიარების მიღებას, მაგრამ წერილი გვასწავლის ,,დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს“ (რომ.13.1). ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და თუ საზოგადო მსახურებებში მრევლის მონაწილეობა აიკრძალება, ონლაინ რეჟიმში, ქსელების საშუალებით გავავრცელებთ ღვთის სიტყვას და მრევლს ასე დავაპურებთ სულიერად“, - წერს მამა დიმიტრი ვეკუა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.