ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვის მიმდინარეობისას მრევლი ერთმანეთთან გარკვეულ
დისტანციას იცავს. ლოცვა 9 საათზე დაიწყო და მას 50 -ზე მეტი ადამიანი ესწრება.
საკვირაო წირვას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ატარებს.
ლოცვის დაწყებამდე ტაძარში არსებულ ხატებს სასულიერო პირებმა დეზინფექცია ჩაუტარეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც
დაუწესდება. თუმცა მოგვიანებით, პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების შეზღუდვაზე, რაც მისივე თქმით, არ გულისხმობს რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით დაწესებულ
შეზღუდვებს.
მასალის გამოყენების პირობები