ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახლად რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი დახურეს და იქ მოქალაქეებს არ უშვებენ.
ბაღის დირექტორის ზვიად ქარჩავას ცნობით, ადგილზე მხოლოდ დაცვის პოლიცია და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი რჩება.
„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს ასე იქნება სანამ ქვეყანაში ასეთი ვითარებაა. იყო შემთხვევები, როდესაც აქ მოსული ადამიანები არ იცავდნენ დისტანციას, ჯგუფებად დადიოდნენ და ბაღის სკამებზეც დისტანციის დაცვის გარეშე ისხდნენ“,- თქვა ქარჩავამ.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები