კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუისით ინფიცირებულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექცია სულ 66 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 9 გამოჯანმრთელებულია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით,კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის. მისივე ინფორმაციით, როგორც კი მათ ვირუსისთვის დამახსაიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართეს.

“5-ვე პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსულები იყვნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სხვადასხვა დროს ჩამოსულები იყვნენ - ზოგი 7მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება, ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს გუშინ. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის - დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან.გუშინ დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ამ 16 პაციენტიდან 5 პაციენტთან მივიღეთ დადასტურებული პასუხი, რომელიც უკვე ჩვენს ცენტრში არიან და მკურნალობენ”, - თქვა ეზუგბაიამ.

მთავრობის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილი გვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში - 3320 მოქალაქე რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235;
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.