ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე არსებული ლოტოს ჯიხური, რომელიც საქართველოს ფოსტას ეკუთვნის, გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია
ერთი კვირის ნავაჭრი თანხა და სიგარეტები.
თვითმხილველების თქმით, დილით გამყიდველს ჯიხურის კარის ბოქლომი დამტვრეული დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები