პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი რუხის საავადმყოფოს ათვალიერებენ
გიორგი გახარია და ეკატერინე ტიკარაძე ზუგდიდში იმყოფებიან. ისინი რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოს ათვალიერებენ, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებით, საკარანტინე სივრცე
მოეწყობა.
საავადმყოფოს ტერიტორიაზე იმყოფებიან ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებიც.
რუხის მრავალპროფილური კლინიკის სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და გასული წლის სექტემბერში დასრულდა. ისინი "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" განახორციელა. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისაგან შედგება. პროექტის ღირებულებამ 41 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ამ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 5 საკარანტინე სივრცეა მოწყობილი, მათ შორის 3 ანაკლიაში, ხოლო 2 მესტიაში.
მასალის გამოყენების პირობები