გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. შესაბამის განკარგულებას რაიონის ადმინისტრაციის" ხელმძღვანელმა ომარ ბგანბამ მოაწერა
ხელი, წერს "აფსადგილ ინფო". ამავე ცნობით, გადაწყვეტილება კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილმა საკოორდიონაციო საბჭომ მიიღო.
კომენდანტის საათი გალის რაიონში 00.00 - დან 06.00 საათამდე მოქმედებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გარდა ამისა, სოხუმმა 29 მარტიდან ფსოუზე
საზღვარიც ჩაკეტა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები