ახალი ამბები
ზუგდიდში პოლიცია მანქანებში მგზავრების რაოდენობას აკონტროლებს
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ისინი გამვლელ მანქანებს აჩერებენ და აძლევენ მითითებას, რომ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს.

"გაგვაჩერეს, გვითხრეს რომ მხოლოდ 3 ადამიანი უნდა იყოს, ისიც პირბადით და მალევე გაგვიშვეს", - უთხრა რადიო "ათინათს" მოქალაქემ.

სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან შეიქმნება ბლოკ-პოსტები. 

"მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით. ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები დღეიდან გამკაცრდა.  რეგიონის ტერიტორიაზე შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. მუშაობა დაიწყეს პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ ვინც რეკომენდაციებს არ ასრულებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.