აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა,
– ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "აფსნიპრესი" ავრცელებს. ამავე ცნობით, 30 მარტის 21:00 საათიდან რაიონებს შორის დროებითი "მილიციის კორდონი" აღიმართა.
მანამდე, 29 მარტს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. შესაბამის განკარგულებას რაიონის ადმინისტრაციის" ხელმძღვანელმა ომარ ბგანბამ მოაწერა ხელი. გადაწყვეტილება კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილმა საკოორდიონაციო საბჭომ მიიღო. კომენდანტის საათი გალის რაიონში 00.00 - დან 06.00 საათამდე მოქმედებს.
სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა.
აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები