ზუგდიდის ინფექციურში აფხაზეთიდან გადმოყვანილი სამი პირი მოათავსეს, მათ შორის, ორი ბავშვია
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ორი ბავშვი, მამასთან ერთად, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. წალენჯიხის მერის, ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით,
მცირეწლოვნებს მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებათ.
პაციენტებს წყოუში-საბერიოს ადმინისტრაციულ საზღვართან ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი სპეციალური ეკიპირებით დახვდა.
აღნიშნულ საავადმყოფოში ორი პაციენტი მკურნალობს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ერთ-ერთი აფხაზეთიდანაა, მას ვირუსი წუხელ დაუდასტურდა, ხოლო მეორე პაციენტს 25 მარტს.
მასალის გამოყენების პირობები