რეგიონის მასშტაბით დღევანდელი მონაცემებით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 224 შეადგენს, რაც
გასულ დღესთან შედარებით
61-ით ნაკლებია. სტატისტიკას რეგიონის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"ავრცელებს. ამავე ცნობით, მეთვალყურეობიდან მოიხსნა 496 მოქალაქე, ხოლო კარანტინში 169 ადამიანი იმყოფება.
თვითიზოლაციის პირობების არ ქონისა და დარღვევისთვის საკარანტინო სივრცეში 39 პირი იქნა გადაყვანილი.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი აგრძელებს მკურნალობას. ასევე, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოყვანილი შუახნის მამაკაცის ანალიზის
პასუხი.
მასალის გამოყენების პირობები