ხვალიდან ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი მუშაობას წყვეტს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო
"ათინათს" შპს "სუპერმარკეტის"
ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
"მივიღეთ უკვე შეტყობინება და შესაბამისად ხვალიდან არ ვიმუშავებთ. მოვაჭრეებმაც იციან, თანამშრომლებმა დააუწყეს უკვე. სხვა გზა არ გვაქვს, გადაწყვეტილება მიღებულია", - ამბობენ ბაზრის ადმინისტრაციაში.
სენაკის აგრარული ბაზრის
დახურვის შემდეგ, ზუგდიდისა და ფოთის ბაზრის შესაძლო
დახურვაზე რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები