დღეიდან ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი მუშაობას წყვეტს. რადიო "ათინათს" შპს "სუპერმარკეტის" ადმინისტრაციაში უთხრეს,
რომ შეტყობინება გუშინვე მიიღეს. მოვაჭრეები, რომლებიც დააუწყეს ამ გადაწყვეტილების შესახებ, 10 აპრილამდე ითხოვენ ვადას, რომ გასაყიდი სურსათის არსებული მარაგი ამოწურონ.
სენაკის აგრარული ბაზრის დახურვის შემდეგ, ზუგდიდისა და ფოთის ბაზრის შესაძლო დახურვაზე რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები