იმ შემთხვევაში თუ სპორტსმენის კლასტერიდან კორონავისრუსი ვინმეს დაუდგინდება შესაძლოა ზუგდიდი ჩაიკეტოს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ისაუბრა.
ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, სპორტსმენის
კონტაქტების წრე ფართოვდება.
“სამი უშუალო კონტაქტიდან, განმეორებითი ანალიზის შემთხვევაში, კორონავირუსი რომელიმეს თუ დაუდგინდა, შესაძლოა,მიღებული იყოს ასეთი ზომები”,-აღნიშნა მოწერელიამ.
ამ დროისთვის, ზემოაღნიშნული პირის კლასტერიდან საკარანტინო ზონაში 23 პირია გადაყვანილი. სულ დადგენილია მისი 54 კონტაქტი.
ზუგდიდის ინფექციურში covid 19-ის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს.
მასალის გამოყენების პირობები